საზოგადოება
06.05.2026 16:45
გორელი თეკლა ცაბაძე Global UGRAD Program-ის სტიპენდიანტია

გორელი თეკლა ცაბაძე Global UGRAD Program-ის სტიპენდიანტია. სტუდენტს სტიპენდია აკადემიური მიღწევებიდან გამომდინარე მიენიჭა.

პროგრამა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე კონკურენტულ საბაკალავრო გაცვლით ინიციატივას წარმოადგენს, რომელიც ყოველწლიურად ათასობით აპლიკანტიდან აკადემიური მიღწევების, პროფესიულ პოტენციალს და საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში კონკურენტუნარიანობის საფუძველზე სტუდენტების შეზღუდულ რაოდენობას არჩევს და ერთი სემესტრის განმავლობაში, აშშ-ის უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში აკადემიური ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობას აძლევს.

აღსანიშნავია, რომ თეკლა ცაბაძე გასულ წელს ბელგიასა და ეგვიპტეშიც იმყოფებოდა და სხვადასხვა პროგრამაში მონაწილეობდა.

თეკლა ცაბაძე დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში დიპლომირებული მედიკოსის უცხოენოვან პროგრამაზე სწავლობს. მან გორის მესამე საჯარო სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა და ასპროცენტიანი გრანტით ჩაირიცხა უმაღლეს სასწავლებელში.

კვირის ამბები