საზოგადოება
07.05.2026 14:41
აპრილში გორის მუნიციპალიტეტს 32 885 დამთვალიერებელი ეწვია
2026 წლის აპრილში გორის მუნიციპალიტეტს 32 885 დამთვალიერებელი ეწვია.

გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოს ტურიზმის განყოფილების მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, აპრილში მუნიციპალიტეტში არსებული ტურისტული ობიექტების დამთვალიერებელთა რაოდენობა მარტთან შედარებით გაზრდილია 16 063-ით.

რაც შეეხება მიმდინარე წლის 1-ელი იანვრიდან 3 მაისამდე პერიოდს, მუნიციპალიტეტს 77 810 ვიზიტორი ესტუმრა, მათ შორის 62 228 უცხოელია.
კვირის ამბები