საზოგადოება
08.05.2026 10:49
საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი დღეს დასრულდება
2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი დღეს, 8 მაისს დასრულდება.

როგორც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში აცხადებენ, მეორე ეტაპზე რეგისტრირდებიან ბავშვები:

რომელთა და-ძმაც სწავლობს სასურველ სკოლაში; რომელთა მშობელიც სასურველი სკოლის თანამშრომელია; რომელთა ოჯახიდანაც ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.

წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე რეგისტრაციას კი საჯარო სკოლა უზრუნველყოფს.

რაც შეეხება პირველკლასელთა რეგისტრაციის მომდევნო, მესამე ეტაპს - ტერიტორიული პრინციპით ონლაინ რეგისტრაციას ითვალისწინებს და 15 მაისიდან 25 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.

შეგახსენებთ, სასკოლო ასაკთან დაკავშირებით „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შევიდა. კერძოდ, 2026-2027 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ და 2026-2027 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადები 5 ეტაპს მოიცავს.
კვირის ამბები