9 და 12 მაისს მოქალაქეები შსს-ს მომსახურების სააგენტოს სერვისებით ვერ ისარგებლებენ
9 და 12 მაისს მოქალაქეები შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სერვისებით ვერ ისარგებლებენ.
უწყების ინფორმაციით, ზემოხსენებული თარიღები სააგენტოს ყველა სტრუქტურულ ერთეულში დასვენების დღეებადაა გამოცხადებული.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გაცნობებთ, რომ უქმე დღეებთან დაკავშირებით, 9 და 12 მაისს სააგენტოს სტრუქტურული ერთეულები არ იმუშავებენ, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.