საზოგადოება
08.05.2026 14:31
გორში უფასო სამედიცინო აქცია გაიმართება
15 მაისს გორში უფასო სამედიცინო აქცია გაიმართება. მოქალაქეების მომსახურებას ნიქოზის პირველადი ჯანდაცვის ცენტრის მობილური სკრინინგ ცენტრი უზრუნველყოფს.

გორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ, ისარგებლონ შემდეგი კვლევებით: ძუძუს კიბოს სკრინინგი (40-70 წლის ქალებისთვის); საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი (30-60 წლის ქალებისთვის); კოლორექტული კიბოს სკრინინგი (50–70 წლის ქალებისა და მამაკაცებისთვის); B და C ჰეპატიტი და აივ/შიდსი ტესტირება; ჰიპერტენზიის (არტერიული წნევის) სკრინინგი.

სამედიცინო მომსახურების მისაღებად მსურველებმა გორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს (სტალინის გამზირი N2) 10:00-დან 18:00 საათამდე უნდა მიმართონ, რეგისტრაციისთვის კი ტელეფონის ნომრებზე: 599 26 04 27; 592 95 01 50; 599 74 30 47; 599 54 98 89 დარეკონ.
კვირის ამბები