

საქართველოს მთავრობა პრეზიდენტს თხოვნით მიმართავს, პარლამენტს საგანგებო მდგომარეობის 10 მაისამდე გახანგრძლივების თაობაზე მიმართოს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
„მივმართავთ პრეზიდენტს, უახლოესი დღეების განავლობაში მიმართოს პარლამენტს ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის 10 მაისამდე გაგრძელების თაობაზე. ეს გახლავთ ის აუცილებელი ნაბიჯები, რომელიც სასწრაფოდა არის მისაღები, რათა ვირუსის გავრცელების შენელების ახალ ეტაპზე გადავიდეთ“ , - აღნიშნა პრემიერმა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს