

შეიძლება სასაფლაოების დახურვა მოგვიწიოს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„სამწუხაროდ, შეიძლება გავხდეთ იძულებული და სასაფლაოების დახურვა მოგვიწიოს, განსაკუთრებით მსხვილ ქალაქებში, ეს პირდაპირპროპორციულად არის დამოკიდებული იმ დინამიკასთან, რომელიც იქნება ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით.
მესმის, რომ არ არის მარტივი გადაწყვეტილება, თუმცა, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ვართ ბრძოლაში და ამ ბრძოლის ხაზი გადის ყველგან და არის შემთხვევები, როდესაც კომპრომისი საკმაოდ მძიმე და რისკისშემცველია“, - განაცხადა გახარიამ.
პრემიერ-მიონისტრის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით კონკრეტულ გადაწყვეტილებას მთავრობა 2 დღეში მიიღებს.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს