საზოგადოება
14.05.2026 12:39
გორელმა პედაგოგმა ნინო ლომიძემ 2026 წლის მეწარმეობის საუკეთესო მასწავლებლის ტიტული მოიპოვა
2026 წლის მეწარმეობის საუკეთესო მასწავლებლად გორელი ნინო ლომიძე დასახელდა.

პედაგოგი ვაჟა-ფშაველას სახელობის გორის №9 საჯარო სკოლაში და კერძო სკოლა „ეისში“ მეწარმეობის საფუძვლებს ასწავლის და განსაკუთრებულ როლს ასრულებს ახალგაზრდებში სამეწარმეო აზროვნების, პრაქტიკული უნარების განვითარებაში.

„როცა გჯერა, რომ მნიშვნელოვან საქმეს აკეთებ,როცა გიყვარს შენი საქმე და არ იშურებ დროსა და ენერგიას, შედეგი აუცილებლად მოდის. უდიდესი მადლობა ჩემს თითოეულ მოსწავლეს, სკოლებს და კოლეგებს“, - აღნიშნა ნინო ლომიძემ.

პროექტი „Junior Achievement Georgia”-ს ინიციატივით ხორციელდება. პრიზი ყოველწლიურად იმ მასწავლებლებს გადაეცემათ, რომლებიც საკუთარი საქმიანობით ხელს უწყობენ სამეწარმეო განათლების პოპულარიზაციას და მოსწავლეებს აძლევენ მოტივაციას, იყვნენ ინოვატორები.
კვირის ამბები