საზოგადოება
14.05.2026 12:40
„ქართული ლიგა - სკოლის სცენა“ - გორის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მონაწილეობით საგანმანათლებლო-გასართობი პროექტის შესარჩევი ტური გაიმართა
გორის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მონაწილეობით საგანმანათლებლო-გასართობი პროექტის - „ქართული ლიგა - სკოლის სცენა“, შესარჩევი ტური გაიმართა.

ღონისძიებაში, რომელსაც გორის კულტურის ცენტრმა უმასპინძლა, თორმეტი საჯარო სკოლის IX–XI კლასის მოსწავლეებით დაკომპლექტებული გუნდები მონაწილეობდნენ.

პროექტის მონაწილეებმა ნიჭი, კრეატიულობა და სცენური შესაძლებლობები მაყურებლის და ჟიურის წინაშე წარადგინეს.
„ქართული ლიგა - სკოლის სცენა“ მიზნად ისახავს ახალგაზრდების აქტიურ ჩართულობას შემოქმედებით პროცესებში, მათი უნარებისა და ნიჭის აღმოჩენასა და განვითარებას.

რაც შეეხება საგანმანათლებლო-გასართობი პროექტის შესარჩევ ტურს, შესარჩევი ეტაპის შედეგად გამოვლინდა ექვსი საუკეთესო გუნდი, რომლებიც ასპარეზობას ფინალურ ტურში გააგრძელებენ. გამარჯვებულები შეირჩნენ სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით, როგორიცაა იუმორი, კრეატიულობა, შესრულების მანერა და სცენური ხელოვნება“, - აცხადებენ გორის მერიაში.

ღონისძიების ფინალურ ტურს გიორგი ერისთავის სახელობის გორის თეატრი უმასპინძლებს. გამარჯვებული გუნდები სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან.

პროექტი გორის მუნიციპალიტეტის მერიის და ა(ა)იპ „საერთაშორისო ინოვაციური ინდუსტრიის“ თანადაფინანსებით ხორციელდება.
კვირის ამბები