სპორტულ მოედნებსა და სკვერებში დაზიანებული ინვენტარის აღდგენა-განახლება მიმდინარეობს
გორში, სპორტულ მოედნებსა და სკვერებში დაზიანებული ინვენტარის შეკეთება-აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.
კეთილმოწყობის სააგენტოს ინფორმაციით, რეაბილიტაცია უტარდება საბავშვო ატრაქციონებს, იცვლება დაზიანებული ლამპიონები, ღობეები. სააგენტოს თანამშრომლები მოედნებზე დაზიანებულ მავთულბადეებსაც აახლებენ.
აღნიშნულის პარალელურად, სპორტულ და რეკრეაციულ სივრცეებში აქტიურად მიმდინარეობს გამწვანების და დასუფთავების სამუშაოებიც.