საზოგადოება
15.05.2026 11:40
გორში, ყიფიანის ქუჩის მიმდებარედ სკვერი მოეწყო
გორში, ყიფიანის ქუჩის მიმდებარედ, ახალი სკვერი მოეწყო.

ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, რეკრეაციულ სივრცეში საბავშვო ზონა, გარე განათება​, სარწყავი სისტემა, გარემოხმარების სპორტული მოწყობილობები, საპარკე ავეჯი, ფანჩატურები, დეკორატიული ბილიკები და ღობე განთავსდა.

„ქალაქს კიდევ ერთი თანამედროვე და მრავალფუნქციური საზოგადოებრივი სივრცე შეემატა. საპროექტო ტერიტორია 1 050 კვადრატული მეტრია, რომელსაც სამივე მხრიდან მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლები ესაზღვრება. ახალი რეკრეაციული სივრცის მოწყობა მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით განხორციელდა და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა“, - აცხადებენ გორის მერიაში.

ახალი სკვერის გამწვანების პროცესში გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე ბუზალაძე,  შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე მიხეილ ფავლენიშვილი, გორის მერის პირველი მოადგილე იოსებ მაზმიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ჩაერთვნენ.
კვირის ამბები