საზოგადოება
15.05.2026 11:41
ივნისიდან ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ პრაქტიკულ გამოცდასთან დაკავშირებით ცვლილება ამოქმედდება
მიმდინარე წლის ივნისიდან ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ პრაქტიკულ გამოცდასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ცვლილება ამოქმედდება, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ავრცელებს.

როგორ სააგენტოში განმარტავენ, თუ მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის როგორც გეგმური, ასევე არაგეგმური (250 ლარიანი) გამოცდით ესარგებლათ, ცვლილების ამოქმედების შემდეგ, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით მხოლოდ გეგმური გამოცდები ჩატარდება. არაგეგმური გამოცდის ჩაბარება შაბათს იქნება შესაძლებელი. კვოტა კი გეგმურ გამოცდებს მთლიანად დაემატება.

ცვლილება მოქალაქეთა ინტერესების გათვალისწინებით და ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით ხორცილდება.
კვირის ამბები