გორში მუზეუმების საერთაშორისო დღე სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნა.
გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე ბუზალაძემ, მოადგილესთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, სერგი მაკალათიას სახელობის გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა და ამ დღესთან დაკავშირებით მუზეუმში გამართულ ღონისძიებებს დაესწრო.
რაც შეეხება ღონისძიებებს, გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმი დილის ათი საათიდან მასპინძლობდა დამთვალიერებელს ღია კარის დღეზე და სხვადასხვა აქტიბობას სთავაზობდა. მოეწყო ტრადიციული რეწვის და ხალიჩის ქსოვის მასტეკლასები, სითვით (ნაცურით) ქარგვა და სამკაულის დამზადება. მუზეუმის სივრცეში გამოიფინა მეთოჯინე ლალი ყაზიშვილის ნამუშევრები.
ბერბუკის საჯარო სკოლის მოსწავლეთა მიერ წარმოდგენილი იყო პრეზენტაცია -„ჩემი ქალაქის წარსულიდან - ქალთა საზოგადოებრივი და მოხალისეობრივი ორგანიზაციები გორში XIX-XX სს-ის მიჯნაზე“.
მუზეუმის რამდენიმე სივრცეში სპეციალურად ამ დღისთვის მოეწყო, ასევე ქართული ტრადიციული ყოფის ამსახველი კუთხეები, სადაც დამთვალიერებელს სამახსოვრო ფოტოების გადაღების შესაძლებლობა ჰქონდათ.
შეგახსენებთ, მუზეუმების საერთაშორისო დღე 1977 წლის 18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს (ICOM) მიერ დაფუძნდა. 2015 წელს კი საქართველოც შეუერთდა ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების საერთაშორისო სამუზეუმო საზოგადოების მიერ წამოწყებულ ინიციატივას და დამთვალიერებელს ამ დღესთან დაკავშირებით, ყოველწლიურად, ღია კარის დღეებს სთავაზობს.
წელს ეს დღე თემით - „მუზეუმები აერთიანებენ დაყოფილ სამყაროს“ აღინიშნა. ღია კარის დღეები გაიმართა გორის მუნიციპალიტეტში არსებულ სხვა მუზეუმებშიც