მჯერა, რომ თქვენი ნიჭითა და შრომით, ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებთ საზოგადოებაში - პრემიერის მილოცვა მეთორმეტეკლასელებს
დღეს, საქართველოში, მეთორმეტეკლასელებისთვის სასწავლო წელი დასრულდა. ქვეყნის პრემიერმა სკოლის კურსდამთავრებულებს სკოლის დამთავრება მიულოცა, დასახული მოზნების მიღწევა უსურვა და აღნიშნა, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ, მათთვის განვითარებისა და თვითრეალიზაციის დიდი ასპარეზი იწყება.
„ძვირფასო მეთორმეტეკლასელებო, გილოცავთ სკოლის დამთავრებას! ბოლო ზარის შემდეგ, თქვენი ცხოვრების სრულიად ახალი ეტაპი იწყება.
წინ განვითარებისა და თვითრეალიზაციის დიდი ასპარეზია. მჯერა, რომ თქვენი ნიჭითა და შრომით, ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებთ საზოგადოებაში. თქვენმა შრომისმოყვარეობამ და ენერგიამ უნდა შექმნას ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე.
გისურვებთ ყველა დასახული მიზნის მიღწევას!“ - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.