ავიაკომპანია China Southern Airlines-ი პეკინსა და თბილისს შორის რეგულარულ ფრენებს განაახლებს
ავიაკომპანია China Southern Airlines-ი ურუმჩის გავლით პეკინსა და თბილისს შორის რეგულარულ ფრენებს განაახლებს, - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.
რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 8 ივნისიდან დაიწყება და სეზონის ბოლომდე, კვირაში სამჯერ ყოველ ორშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს შესრულდება.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას ფრენების განხორციელების უფლება უკვე მიანისჭა. 2026 წლის ზაფხულიდან საქართველოსა და ჩინეთის დედაქალაქებს შორის ფრენებს უკვე ორი ავიაკომპანია - Air China და China Southern Airlines-ი შეასრულებს.