ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის განყოფილებამ საინფორმაციო შეხვედრები დაიწყო
22 მაისს ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღე აღინიშნება. თარიღთან დაკავშირებით, ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის განყოფილებამ საინფორმაციო შეხვედრები დაიწყო.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ინიციატივის მიზანი ახალგაზრდებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, ბუნებრივი რესურსების დაცვის მნიშვნელობის გაცნობა და ბიომრავალფეროვნების მიმართ პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაა.
„ეკოგანათლების მიმართულებით პირველი საინფორმაციო შეხვედრა ზაზა ბირთველიშვილის სახელობის გორის მეშვიდე საჯარო სკოლაში ჩატარდა. მოსწავლეებმა ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის უნიკალური ბუნების, ადგილობრივი ეკოსისტემების, დაცული სახეობების და გარემოს დაცვის მნიშვნელობის შესახებ მიიღეს ინფორმაცია.
პრეზენტაცია ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა. სააგენტო მსგავსი ტიპის საგანმანათლებლო შეხვედრებს სხვადასხვა სკოლაში ჩაატარდებს, რათა ახალგაზრდებში კიდევ უფრო გაძლიერდეს ეკოლოგიური კულტურა და ბუნების დაცვის მნიშვნელობის გააზრება“, - აცხადებენ ორგანიზატორები.