საზოგადოება
25.05.2026 13:48
უცხოური ენების გამოცდებთან დაკავშირებით, აბიტურიენტებისთვის ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2026 წლის გამოცდებთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრებს აგრძელებს.

კამპანიის ფარგლებში, აბიტურიენტებისთვის უცხოური ენების გამოცდებთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა 27 მაისს, 14:00 საათზე დაიწყება და ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდება.

როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრში აცხადებენ, შეხვედრის ფარგლებში მონაწილეები მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას უცხოური ენების საგამოცდო პროგრამების, ტესტების ფორმატის, შეფასების კრიტერიუმებისა და დავალებების შესახებ.

„ონლაინ შეხვედრაზე ცენტრის საგნობრივი ექსპერტი აპლიკანტებს პრაქტიკულ რეკომენდაციებს გაუზიარებს, რაც მათ საგამოცდო პროცესისთვის უკეთ მომზადებაში დაეხმარება.

შეხვედრა ონლაინ ფორმატში Microsoft Teams-ის პლატფორმის საშუალებით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებული ბმულის საშუალებით გაიმართება და დასწრება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია“, - აცხადებენ გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
კვირის ამბები