საზოგადოება
25.05.2026 16:26
25 მაისი ქართული ფოტოგრაფიის დღეა
დღეს ქართული ფოტოგრაფიის დღეა. თარიღი საქართველოს ფოტოგრაფ-მოყვარულთა საზოგადოების ინიციატივით 2015 წლის 25 მაისს დაფუძნდა და 11 წელია აღინიშნება.

რატომ 25 მაისი? ფოტოგრაფ-მოყვარულთა საზოგადოების ინფორმაციით, 129 წლის წინ, 1897 წლის 25 მაისს, თბილისში, კავკასიაში პირველი ფოტოგამოფენა დახურულა, სადაც საუკეთესო ფოტოგრაფები ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლებით დაუჯილდოებიათ.

„1897 წელს ჩატარებული გამოფენის დაწყების ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა ვიცით, რომ 25 მაისს საზეიმო ვითარებაში დაიხურა. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ სწორედ 25 მაისი შეგვერჩია ქართული ფოტოგრაფიის დღედ. ზოგადად, წერილობით მწირი ინფორმაცია არსებობს ქართული ფოტოგრაფიის ისტორიის შესახებ, მაშინ, როდესაც მან დიდი წვლილი შეიტანა მსოფლიო ფოტოხელოვნების განვითარების პროცესში. საჭიროა, რომ გამოვასწოროთ ეს დანაშაული და საკადრისად დავაფასოდ ქართველი ფოტოგრაფები“, - აღნიშნეს ფოტოგრაფ-მოყვარულთა საზოგადოებაში.
კვირის ამბები