გორის მუნიციპალიტეტში ტურისტული სეზონი გაიხსნა.
საზეიმო ღონისძიება უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალში გაიმართა. ჩატარდა კონცერტი, რომელშიც მუნიციპალიტეტში არსებული ფოლკლორული ანსამბლები და ვოკალური სტუდიები მონაწილეობდნენ. პარალელურად, ტურიზმის თემატიკასთან დაკავშირებით, მოეწყო ადგილობრივი მეწარმეების მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთების და პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა.
სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ეკოტურისტული მარშრუტების, დაცულ ტერიტორიებზე არსებული ბიომრავალფეროვნების, ბუნებრივი ღირსშესანიშნაობების და გარემოსდაცვითი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას გაცნობოდნენ.
ტურისტული სეზონის გახსნის საზეიმო ცერემონიას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, რწმუნებულის პირველი მოადგილე მიხეილ ფავლენიშვილი, გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე ბუზალაძე, საკრებულოს თავმჯდომარე მარლენ ნადირაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ღონისძიება გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის სააგენტოს ტურიზმის განყოფილების ორგანიზებით და უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალის ადმინისტრაციის მხარდაჭერით ჩატარდა.