საზოგადოება
27.05.2026 15:30
გორის მინიციპალიტეტში ფრინველთა არალეგალური სასაკლაო გამოვლინდა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა გარეჯვარში ფრინველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინა.

უწყების ინფორმაციით, სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის დეპარტამენტების ინსპექტორებმა, პატარა გარეჯვარში არსებული ფრინველთა არალეგალური სასაკლაო სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ჩატარებული შემოწმების შედეგად გამოავლინეს.

„სოფელ პატარა გარეჯვარში ინდივიდუალური მეწარმე ბ. მ. სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა. დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობებიც, რის გამოც ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი შეუჩერდა და კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდა.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მეწარმეებს, საქმიანობა განახორციელონ კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, არ აწარმოონ პროდუქცია შესაბამისი აღიარების გარეშე და სურსათის უვნებლობის სტანდარტები დაიცვან“, - აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.
კვირის ამბები