გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთის №1 საჯარო სკოლაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის ასისტენტის ვაკანსიაა.
ვაკანტური პოზიცია კვირაში 36-საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს, სავარაუდო ანაზღაურება კი თვეში 1500-1650 ლარითაა განსაზღვრული.
დამსაქმებლის განცხადებით, კანდიდატი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის ასისტენტის შტატზე უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს და ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას: უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის, ან მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული განათლების მაგისტრის, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და გავლილი უნდა ჰქონდეს სპეციალური მასწავლებლის მომზადების მოდული; უნდა ჰქონდეს სულ მცირე ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის მიმართულებით ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სპეციალობის შესაბამისი გამოცდა ჩაბარებული.
მსურველმა განაცხადი ელექტრონულად www.pedagogi.ge (teacherjobs.ge)-ზე 4 ივნისის ჩათვლით უნდა გაგზავნოს. სამუშაოს დაწყების თარიღად კი 8 ივნისია მითითებული.