საზოგადოება
28.05.2026 16:12
ხვალ და ზეგ საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი, ზოგან - ძლიერი, ნავარაუდევია სეტყვა - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხვალ და ზეგ, 29-30 მაისს, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა.

სინოპტიკოსების ცნობით, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, მათ შორის, დედაქალაქში, იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი. ზღვაზე მოსალოდნელია 4-5 ბალიანი შტორმი.

„მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კვირის ამბები