საქართველოს მთავრობის ინიციატივით, თბილისში პირველად გაიხსნა ღვინის საცავი, რომელშიც სტალინის 40 000 ბოთლიანი ქართული და ფრანგული ღვინის კოლექცია ინახებოდა.
Reuters - ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ზოგიერთი ღვინო მე-19 საუკუნის დასაწყისით თარიღდება დაიგეგმება კოლექციის აუქციონზე გაყიდვაც.
აღნიშნულ პროექტზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, Gilauri Wines-ის მფლობელი ირაკლი გილაური მუშაობდა და მისი თქმით, აუქციონი ხელს შეუწყობს „საქართველოს კოლექციონერების რუკაზე“ დამკვიდრებას.
„სტალინი გორში დაიბადა და ღვინის მოყვარული, კოლექციონერი იყო. მისი კოლექცია მოიცავს საფრანგეთიდან - ბორდოს ყველაზე ცნობილი მამულებიდან მიღებულ ღვინოს, რომელიც ოდესღაც რუსეთის მეფე ალექსანდრე III-ს და მის ვაჟს, ნიკოლოზ II-ს ეკუთვნოდა. საბჭოთა კავშირმა რომანოვების კოლექცია 1917 წლის რუსეთის რევოლუციის შემდეგ ჩამოართვა და სტალინი მის მცველად იქცა, თანდათან დაამატა თავისი საყვარელი ქართული ჯიშები.
კოლექციონერი ვიქტორ ჩენი, რომელიც დალასიდან (ტეხასი) თბილისში ჩამოვიდა, მტვრით დაფარულ ბოთლებში ქარვისფერი სითხის დანახვისას ნანახით აღფრთოვანდა და კოლექცია ისტორიულ საგანძურს შეადარა.“