საზოგადოება
01.06.2026 14:41
საქართველოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში შიდა ქართლის სახელით მოასპარეზე სპორტსმენებს და მწვრთნელებს სააღლუმე ეკიპირება გადაეცათ

ხვალ, 2 ივნისს, ბათუმში საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი დაიწყება. სპორტული აქტივობა 6 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება და საქართველოს სხვადასხვა რეგიონის გუნდები იასპარეზებენ.

რაც შეეხება შიდა ქართლს, რეგიონში მცხოვრები სპორტსმენები სპორტის 14 სახეობაში (ბადმინტონი, ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, თავისუფალი ჭიდაობა, კალათბურთი 3X3, კრივი, მაგიდის ჩოგბურთი, ტაეკვონდო, ფრენბურთი, ქართული ჭიდაობა, ქვიშის ჭიდაობა, ჩოგბურთი, ცურვა, ძიუდო (შერეული გუნდური), ხელბურთი) მიიღებენ მონაწილეობას.

საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა შიდა ქართლის სახელით მოასპარეზე ყველა სპორტსმენს და მწვრთნელს სააღლუმე ეკიპირება გადასცა. რეგიონის მუნიციპალიტეტებმა კი საქართველოს ახალგაზრდულ ოლიმპიური ფესტივალში მონაწილე სპორტსმენებს საასპარეზო ფორმები შეუძინეს. გარდა ამისა, მწვრთნელებს სპორტული ეკიპირება და ფორმები გადაეცათ.

ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივით და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება. რაც შეეხება მიზანს, სპორტის მასობრიობის ზრდა, ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენა, რეგიონების აქტიური ჩართულობა, მომავალი ოლიმპიელების აღმოჩენა, ოლიმპიური მოძრაობის და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია წარმოადგენს.

კვირის ამბები