გორში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა.
გორის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, სხვადასხვა სახის კულტურული, შემეცნებითი, სპორტული და გასართობი ღონისძიებები კულტურისა და დასვენების ცენტრალურ პარკში გაიმართა.
„ახალბაღში“ მოწყობილი იყო გასართობი სივრცეები, სადაც ანიმატორები და მულტფილმის გმირები ცდილობდნენ ბავშვებისთვის განწყობის შექმნას.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე პატარებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიულოცეს.
დღის ბოლოს, ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა.