საზოგადოება
02.06.2026 14:46
გორის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებმა და საბავშვო ბიბლიოთეკამ კონკურსის „ფინედუს კუთხე ბიბლიოთეკაში" გაიმარჯვეს
სკოლების და ბიბლიოთეკებისთვის განკუთვნილი კონკურსის „ფინედუს კუთხე ბიბლიოთეკაში" გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

კატეგორიაში „ჟიურის რჩეული“ შინდისის 17 გმირის სახელობის საბავშვო ბიბლიოთეკამ (წარმომადგენელი - ნინო ლომიძე), გორის მეათე (წარმომადგენელი - ხატია ხაბაშვილი) და ბერშუეთის საჯარო სკოლებმა (წარმომადგენელი - თეა ხუროშვილი) გაიმარჯვეს.

გამარჯვებული სკოლები და ბიბლიოთეკები ფინედუს საგანმანათლებლო რესურსებს, ხოლო წარმომადგენლები -165 ლარის ღირებულების წიგნების ვაუჩერებს მიიღებენ.

„კონკურსი წიგნის და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეს გამოცხადდა და მიზანს საქართველოს სასკოლო და საბიბლიოთეკო სივრცეებში ციფრული ფინანსური განათლების და კიბერუსაფრთხოების შესახებ დისკუსიის და პროექტების შექმნის წახალისება წარმოადგენდა. საქართველოს მასშტაბით, სულ 60-მდე პროექტი შემოვიდა და 30-მა სკოლამ გაიმარჯვა. გამარჯვებულები საქართველოს რეგიონების 6 ქალაქიდან და 17 სოფლიდან დასახელდნენ“, - აცხადებენ ორგანიზატორები.
კვირის ამბები