საზოგადოება
02.06.2026 16:12
მასწავლებლის გამოცდებზე დარეგისტრირებული აპლიკანტებისთვის ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა ხვალ, 3 ივნისს, გაიმართება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ხვალ, 3 ივნისს, 14:00 საათიდან 15:00 საათამდე, მასწავლებლის გამოცდებზე დარეგისტრირებული აპლიკანტებისთვის ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა, ამჯერად, ქართული ენისა და ლიტერატურის, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების გამოცდებთან დაკავშირებით ჩატარდება.

„საინფორმაციო შეხვედრის ფარგლებში ცენტრის წარმომადგენლები ნანა ლოლაძე, მანანა ჯავახიშვილი და ირმა ხომერიკი აპლიკანტებს საგამოცდო პროგრამებს, ტესტების სტრუქტურას, შეფასების პრინციპებსა და დავალებების თავისებურებებს გააცნობენ, ასევე, უპასუხებენ მონაწილეების მიერ დასმულ კითხვებს.

მსგავსი ფორმატის საინფორმაციო შეხვედრები სხვა საგამოცდო საგნებთან დაკავშირებითაც გაიმართება. შეხვედრების თარიღებისა და სხვა დეტალების შესახებ ინფორმაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის გვერდზე ეტაპობრივად გამოქვეყნდება“, - აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

დაინტერესებულ პირებს შხვედრაში მონაწილეობა Microsoft Teams-ის პლატფორმაზე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებული ბმულის საშუალებით შეუძლია.
კვირის ამბები