საზოგადოება
03.06.2026 12:11
როდის დაიწყება საზაფხულო არდადეგები
სასწავლო პროცესი საჯარო სკოლების მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის უკვე დასრულდა. გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით სკოლა 1406-მა მეთორმეტეკლასელმა დაასრულა.

ცნობილია ზაფხულს არდადეგების დაწყების თარიღები სხვა კლასების მოსწავლეებისთვისაც.

ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების პირველკლასელებისთვის არდადეგები 27 მაისს დაიწყო. ყველა სხვა კლასის მოსწავლეებისთვის კი, სასწავლო პროცესის დასრულება 15 ივნისით არის განსაზღვრული.

ცნობისთვის, კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებები არდადეგების დაწყების თარიღს თავად განსაზღვრავენ.
კვირის ამბები