საზოგადოება
03.06.2026 14:15
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის სპეციალისტები გორში მებაღე ფერმერებს შეხვდნენ
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის სპეციალისტებმა გორელ მებაღე ფერმერებთან შეხვედრა გამართეს.

ღონისძიების ფარგლებში, მებაღეები მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის მიმართულებით მიმდინარე კვლევებს და თანამედროვე ლაბორატორიულ მეთოდებს, ასევე მცენარეთა ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით არსებულ შესაძლებლობებს გაეცნენ. ლაბორატორიის სპეციალისტებმა შეხვედრის მონაწილეებს ხარისხიანი და ჯანსაღი მოსავლის მიღებისთვის სხვადასხვა დაავადების და მავნებლის დროული გამოვლენის მნიშვნელობაზე მიაწოდეს ინფორმაცია.

„რეგიონებში ფერმერებთან აქტიური კომუნიკაცია და თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება, რაც ხელს შეუწყობს როგორც ფერმერთა ცნობიერების ამაღლებას, ისე თანამედროვე ლაბორატორიული სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდას“, - აღნიშნულია სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კვირის ამბები