საზოგადოება
04.06.2026 10:15
ბაქოს მიმართულებით რეგულარული სარკინიგზო სამგზავრო მიმოსვლა განახლდა
საქართველოს და აზერბაიჯანის მთავრობებს შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, 2 ივნისიდან ბაქოს მიმართულებით რეგულარული სარკინიგზო სამგზავრო მიმოსვლა დაიწყო.

აზერბაიჯანის რკინიგზის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბაქოდან თბილისის მიმართულებით მატარებელი 23:10-ზე გავა და საქართველოს დედაქალაქში მეორე დღეს 08:41-ზე იქნება, ხოლო თბილისიდან ბაქოს მიმართულებით რეისი 21:00 საათზე შესრულდება და მგავრები ბაქოში მეორე დღეს 06:24 საათზე ჩავლენ. მატარებელი, საქართველოში თბილისის გარდა, გარდაბანში გაჩერდება, ხოლო აზერბაიჯანში ბაქოს რკინიგზის სადგურზე: ბილაჯარში, ევლახში, განჯაში, აღსტაფასა და ბოიუქ კასიკში.

მგზავრობა თანამედროვე Stadler-ის მატარებლებით განხორციელდება.

რაც შეეხება მგზავრობის ღირებულებას, ბაქოდან თბილისის მიმართულებით და თბილისიდან ბაქოს მიმართულებით ბილეთის მინიმალური ფასი 81 მანათს (127 ლარი) შეადგენს. ამასთან, აზერბაიჯანიდან თბილისის მიმართულებით ბილეთის ფასი ყველაზე მოკლე მარშრუტის შემთხვევაში 51 მანათი, ანუ 80 ლარი იქნება,
შეგახსენებთ, აღნიშნული რეისი წლების წინ რეგულარულად სრულდებოდა, თუმცა ბოლო ექვსი წლის განმავლობაში არ განხორციელებულა.
კვირის ამბები