საზოგადოება
04.06.2026 13:00
გორში, კომბინატის ტერიტორიაზე არსებულ კულტურის ცენტრის შენობას რეაბილიტაცია ჩაუტარდება
უკვე დაიწყო პროექტირება, რომლის საფუძველზეც გორში, კომბინატის ტერიტორიაზე არსებული კულტურის ცენტრის შენობა რეაბილიტირდება.

ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, შენობას ნაწილობრივი სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება, ხოლო რაც შეეხება პროექტს, კულტურის ცენტრის შენობის ფუნქციური და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად განახლებას ეტაპობრივად ითვალისწინებს. პროექტირების ამ ეტაპზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა როგორც შენობის უსაფრთხოებას და ენერგოეფექტურობას, ასევე კულტურული და შემოქმედებითი საქმიანობისთვის შესაბამისი გარემოს შექმნას.
„საპროექტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, დაიწყება კულტურის ცენტრის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის საჭირო შესაბამისი პროცედურები.

კულტურის ცენტრის შენობის განახლება კი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მუნიციპალიტეტში კულტურული ცხოვრების განვითარებას და ახალგაზრდებისთვის დამატებითი შესაძლებლობების შექმნას“, - აცხადებენ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში.
კვირის ამბები