შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული, მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოების თავმჯდომარეები მდგრადი განვითარების XVI რეგიონულ ფორუმში მონაწილეობდნენ
თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმი გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში საქართველოს და რეგიონის წინაშე არსებული მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური, ეკონომიკური და განვითარების საკითხები განიხილეს.
თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონულ ფორუმს შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოების თავმჯდომარეები ესწრებოდნენ.
ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გახსნა და სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა ქვეყნის განვითარების პრიორიტეტებზე, მათ შორის მშვიდობის, უსაფრთხოების, ხარისხიანი განათლების, ინოვაციების და ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკის მნიშვნელობაზე. ფორუმში მონაწილეობდნენ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე ქართველი და უცხოელი ექსპერტები.
თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმი 6 ივნისს დასრულდება.