მგზავრთა გაზრდილი ნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს
მგზავრთა გაზრდილი ნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა რეისებს ამატებს.
კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დამატებითი რეისები 16 ივნისიდან 9 ოქტომბრის ჩათვლით, თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით შესრულდება.
რაც შეეხება განრიგს, მატარებელითბილისიდან 00:30 და 10:10 საათებზე გავა და მგზავრები ბათუმში, შესაბამისად, 05:42 და 15:22 საათებზე ჩავლენ.
ბათუმი-თბილისის მიმართულებით კი რეისები 00:35 და 18:30 საათებზე შესრულდება, მატარებელი დედაქალაქში კი 05:34 და 23:29 საათებზე იქნება.
აღსანიშნავია, რომ მატერებლის რეისები, რომლებიც 00:30 - 05:42 და 00:35 - 05:34 საათებზე იმოძრავებს, 16 ივნისიდან 30 სექტემბრის ჩათვლით შესრულდება.
მსურველები ბილეთების შეძენას საქართველოს რკინიგზის ოფიციალურ ვებგვერდზე, ასევე კომპანიის აპლიკაციის, საქართველოს რკინიგზის სალაროებში და პარტნიორი კომპანიების მეშვეობით შეძლებენ.