საზოგადოება
05.06.2026 14:31
სატრანსპორტო საშუალების პრაქტიკული გამოცდის დაჯავშნის ვადებში ცვლილება ამოქმედდა
სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპისთვის განკუთვნილი თარიღების დაჯავშნა ერთი თვის ნაცვლად თვენახევრიან ვადაში გახდა ხელმისაწვდომი, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ავრცელებს.

როგორც სააგენტოში განმარტავენ, საგამოცდო ადგილების შევსების შემდეგ, ამავე პერიოდზე, ეტაპობრივად, დამატებით 3 000-ზე მეტი ადგილი დაემატება და იმ პირებს, რომლებმაც სხვადასხვა მიზეზით ადგილების გახსნისთანავე დაჯავშნა ვერ მოახერხეს, გამოცდაზე გასვლის თარიღის მოგვიანებით შერჩევის შესაძლებლობას მისცემს.
კვირის ამბები