
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2026 წლის გამოცდებთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრებს აგრძელებს.
კამპანიის ფარგლებში, აბიტურიენტებისთვის ქიმიის, ფიზიკის და ბიოლოგიის გამოცდებთან დაკავშირებით, საინფორმაციო შეხვედრა ხვალ, 9 ივნისს, 14:00 საათზე დაიწყება.
როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, მონაწილეები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ საგამოცდო პროგრამების, ტესტების სტრუქტურის, შეფასების კრიტერიუმებისა და დავალებების სპეციფიკის შესახებ. ასევე, მათ შესაძლებლობა ექნებათ, წერილობით დასვან კითხვები და მიიღონ ამომწურავი პასუხები ცენტრის საგნობრივი ექსპერტებისგან.
„შეხვედრას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, ესთეტიკური და ფიზიკური აღზრდის საგამოცდო ტესტების შემუშავებისა და შეფასების დეპარტამენტის უფროსი გიორგი ხატისაშვილი და დეპარტამენტის უფროსის მოადგილეები - აივენგო შათირიშვილი და გიორგი ჩეჩელაშვილი გაუძღვებიან.
შეხვედრაში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ აბიტურიენტს Microsoft Teams-ის პლატფორმის ბმულის - bit. ly / 4uNViaT გამოყენებით“, - აცხადებენ გამოცდების ეროვნულ ცენტრში.