საზოგადოება
08.06.2026 15:59
სასკოლო კონკურსის „ნიკო კეცხოველის პრემია 2026“ ნახევარფინალისტთა შორის გორის მუნიციპალიტეტის თორმეტი სკოლა მოხვდა

სასკოლო კონკურსის „ნიკო კეცხოველის პრემია 2026“ ნახევარფინალისტთა ვინაობა ცნობილია.

ნახევარფინალისტთა შორის გორის მუნიციპალიტეტის თორმეტი - გორის №8, №9, №11, №12, სოფელ ახალდაბის, ბერშუეთის, ფლავის, ქვემო სობისის, ხიდისთავის, სკრის, არბოს საჯარო სკოლები და კერძო საგანმანათლებლო დაწესებულება „მეცნიერებათა სკოლა“ მოხვდნენ.

ორგანიზატორების ინფორმაციით, ნახევარფინალისტი სკოლები ინსტრუქციებს და შეხვედრების ჩატარების შესახებ დეტალურ ინფორმაციას ელექტრონულ მისამართებზე მიიღებენ.

„ნიკო კეცხოველის პრემია - სასკოლო ეკოკლუბების კონკურსია, რომლის ძირითადი მიზანია, უკეთ დაგანახოთ, რომ საკუთარი ხელით შეგიძლიათ განახორციელოთ ცვლილებები და გააუმჯობესოთ ბუნებრივი და სოციალური გარემო. მიმდინარე წლის საკონკურსო თემაა - სიცოცხლის წყარო“, - აცხადებენ ორგანიზატორები.

ცნობისთვის, ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია CENN-ის მიერ, პროექტის - მწვანე კავკასია ფარგლებში, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

კვირის ამბები