

გორში ქალი მეწარმეების ნამუშევრების საზაფხულო ბაზრობა გაიმართება.
ღონისძიება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის საველე ოფისის და გორის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, 14 ივნისს, 12:00-დან 17:00 საათამდე ჩატარდება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ღონისძიებაზე მეწარმეები ხელნაკეთ ნივთებს, ტრადიცული საკვებს, აქსესუარებს წარმოადგენენ, საგამოფენო სივრცეში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მიერ შექმნილი ნივთებიც გამოიფინება. გარდა ამისა, ბავშვებისთვის დაგეგმილია სახალისო და კრეატიული აქტივობები.
საზაფხულო გამოფენა გიორგი ერისთავის სახელობის თეატრში ჩატარდება.