„დიმიტრი მეღვინეთუხუცესიშვილის სახელობის“ და „ამაგდარის“ ჯილდოს მფლობელი, გიორგი ერისთავის სახელობის გორის თეატრის მსახიობი მერაბ ჭანკოტაძე 62 წლის ასაკში გარდაიცვალა.
სამწუხარო ამბავს მსახიობის კოლეგა კობა კოპაძე ავრცელებს.
„რა ვთქვა, რა დავწერო… მერაბმაც დაგვტოვა. ღმერთო... გადმოგხვედე... აცხონე უფალო“, - წერს მსახიობი.
მერაბ ჭანკოტაძე 1964 წლის 8 მარტს დაიბადა. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის თეატრის და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტი. მსახიობი მრავალი წლის განმავლობაში ერისთავის თეატრში მსახურობდა და მაყურებელისთვის არაერთი დასამახსოვრებელი როლი შექმნა, ასევე მისი რეჟისორობით გორის თეატრის სცენაზე არაერთი სპექტაკლი დაიდგა.
არსებული ინფორმაციით, მერაბ ჭანკოტაძე ონკოლოგიური დაავადების გამო გარდაიცვალა.
„გორის მაცნე" თანაუგრძნობს გარდაცვლილის ახლობლებს და კოლეგებს.