09.06.2026 15:58
გორის სამუსიკო სკოლის მოსწავლეებმა პიანისტ შალვა დავითაშვილის სახელობის კონკურს-ფესტივალში მიიღეს მონაწილეობა
ვანო მურადელის სახელობის გორის სამუსიკო სკოლის მოსწავლეებმა პიანისტ შალვა დავითაშვილის სახელობის კონკურს-ფესტივალში მიიღეს მონაწილეობა.
როგორც ფესტივალის ორგანიზატორებმა აღნიშნეს, შალვა დავითაშვილის სახელობის კონკურს-ფესტივალი ყოველწლიურად იმართება, რომელიც ახალგაზრდა მუსიკალური ტალანტების აღმოჩენას და ხელშეწყობას ისახავს მიზნად. გორელმა მონაწილეებმა კი ჟიურის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურეს.
ღონისძიება თელავში, ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელში გაიმართა. ფესტივალი, ტრადიციულად, როგორც საკონკურსო მოსმენებს, ისე საზეიმო დახურვას და გამარჯვებულთა გალა-კონცერტს მოიცავდა.