9 ივნისს არქივის საერაშორისო დღე აღინიშნება. თარიღი 22 წლის წინ, 2004 წელს, ვენაში გამართულ არქივების საერთაშორისო საბჭოს კონგრესზე გამოცხადდა და 1948 წელს გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) მიერ არქივების საერთაშორისო საბჭოს დაარსებას უკავშირდება.
საქართველოს ეროვნული არქივი წლებია ამ თარიღს საზეიმოდ აღნიშნავს.
რაც შეეხება გორის არქივს, ეს დაწესებულება უკვე საუკუნეს ითვლის და მის საცავებში არაერთი უნიკალური მასალა ინახება.
გასულ წელს არქივი ახალ შენობაში გადავიდა და შიდა ქართლის რეგიონული აქივის სტატუსით განაგრძობს ფუნქციონირებას.
არქივის ახალი შენობა, რომელიც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისადაა მოწყობილი, რეგიონის(გორი, ქარელი, ხაშური და კასპი) ისტორიულ მასალებს და 340 ათასამდე დოკუმენტს ინახავს.