საზოგადოება
10.06.2026 11:36
2026 წლის გამოცდებთან დაკავშირებით, მასწავლებლებისთვის ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება
დღეს, 10 ივნისს, გეოგრაფიისა და უცხოური ენების გამოცდებთან დაკავშირებით, მასწავლებლებისთვის ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, შეხვედრა 13:00 საათზე დაიწყება და მონაწილეობის მიღება დაინტერესებულ პირებს Microsoft Teams-ის ბმულის საშუალებით - bit.ly/4uedvx4 შეეძლებათ.

„მონაწილეები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ საგამოცდო პროგრამების, ტესტების სტრუქტურის, შეფასების კრიტერიუმებისა და დავალებების სპეციფიკის შესახებ. აპლიკანტებს შესაძლებლობა ექნებათ, წერილობით დასვან შეკითხვები და ცენტრის წარმომადგენლებისგან ამომწურავი პასუხები მიიღონ.

ონლაინ საინფორმაციო შეხვედრას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის გეოგრაფიის მიმართულების კოორდინატორი ეთერ ნებიერიძე და სახელმწიფო და უცხო ენათა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა საგამოცდო ტესტების შემუშავებისა და შეფასების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე რუსუდან ტყემალაძე გაუძღვებიან“, - აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრში.
კვირის ამბები