2026 წლის მაისში გორის მუნიციპალიტეტს 65 580 ვიზიტორი ეწვია, - ოფიციალური სტატისტიკა გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოს ტურიზმის განყოფილებამ გამოაქვეყნა.
ინფორმაციის მიხედვით, მაისში მუნიციპალიტეტში არსებული ტურისტული ობიექტების დამთვალიერებელთა რაოდენობა აპრილთან შედარებით 32 695-ითაა გაზრდილი.
რაც შეეხება 1-ელი იანვრიდან 3 ივნისამდე პერიოდს, მუნიციპალიტეტს 143 390 ვიზიტორი ეწვია, მათ შორის 112 503 უცხოელია.
„კონკრეტული თვეების მიხედვით ვიზიტორთა რაოდენობა ასეთია: იანვარში - 12 702, თებერვალში - 15 401, მარტში - 16 822, აპრილში კი 32 885 დამთვალიერებელი ეწვია“, - აღნიშნულია ტურიზმის განყოფილების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.