
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი მოხალისეთა ორგანიზაციის - „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის“ წარმომადგენლებს შეხვდა.
მხარეებმა თანამშრომლობის პერსპექტივები, რეგიონში ერთობლივი შეხვედრების და ღონისძიებების ორგანიზების საკითხები განიხილეს. გარდა ამისა, მოხალისეთა ორგანიზაციის საქმიანობის და სამომავლო გეგმების შესახებ პრეზენტაცია გაიმართა.
როგორც სიმონ გულედანმა აღნიშნა, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია მზად არის, ხელი შეუწყოს ინიციატივების განხორციელებას და მუნიციპალიტეტებში შესაბამისი შეხვედრების დაგეგმვას.
სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე მიხეილ ფავლენიშვილი, გორის, კასპის, ხაშურის და ქარელის მუნიციპალიტეტების მერები, ორგანიზაციის დირექტორი ედუარდ ჯიშკარიანი და დირექტორის მოადგილე გენერალი გიორგი სურმავა, ტერიტორიული და ექსტერიტორიული დანაყოფების სამსახურის უფროსი პაატა ნარიკაშვილი, სამაჩაბლოს ტერიტორიული დანაყოფის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი შალვა მინდიაშვილი და შიდა ქართლის ტერიტორიული დანაყოფის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი გია ედილაშვილი ესწრებოდნენ.