საზოგადოება
12.06.2026 15:40
სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 222 ოჯახს სახელმწიფო სახლს შეუსყიდის

დევნილთა, ეკომიგრანტა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ ოჯახებს საცხოვრებელ სახლს შეუსყიდის.

უწყების ინფორმაციით, ამ ეტაპზე სააგენტო სახლს 222 ოჯახს შეუსყიდის, რომელთა სია ვებგვერდზე უკვე გამოაქვეყნა.

„ეკომიგრანტი ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელმა კომისიამ თითოეული ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე ინდივიდუალურად იმსჯელა და აღნიშნული ოჯახები სახლებს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში თავადვე შეარჩევენ, რისთვისაც მათ ექვსთვიანი ვადა ეძლევათ.

სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს შექმნა კვლავ ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად რჩება. ამ დრომდე სააგენტომ, ქვეყნის მასშტაბით, სახლი უკვე 200-ზე მეტ ეკომიგრანტ ოჯახს შეუსყიდა და ამ მიმართულებით მუშაობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება“, - აცხადებენ უწყებაში.

კვირის ამბები