საზოგადოება
15.06.2026 11:42
გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტო სამელიორაციო არხების გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებს
გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში სამელიორაციო არხების წმენდა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

შესაბამის სამუშაოებს კეთილმოწყობის სააგენტო ახორციელებს და როგორც ადმინისტრაციაში განმარტავენ, გაწმენდითი სამუშაოები ჩატარდა ზეღდულეთში, მეჯვრისხევში, სათემოში, ახრისში, თედოწმინდაში, შინდისში, ტირძნისში, ხიდისთავსა და წითელუბანში,
ასევე უამინდობის დროს ნალექის გამტარობის უზრუნველსაყოფად, ქალაქის მასშტაბით სანიაღვრე არხები და ჭები იწმინდება.

აღნიშნული სამუშაოების გარდა, ქალაქის იერსახის გაუმჯობესების მიზნით, გორში საზაფხულო სამუშაოები მიმდინარეობს.
კვირის ამბები