25 ივნისიდან თბილისი - ბათუმი - თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები განხორციელდება
25 ივნისიდან, „ჯორჯიან ეარვეისი“ თბილისი–ბათუმი–თბილისის მიმართულებით რეგულარულ პირდაპირ რეისებს შეასრულებს.
ავიაკომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პირდაპირი რეისები ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათს, შაბათს და კვირას შესრულდება.
რაც შეეხება განრიგს, თბილისიდან ბათუმის მიმართულებით ფრენა 09:00 საათზე განხორციელდება. ბათუმიდან კი რეისი 19:30 საათზე შესრულდება და მგზავრები დანიშნულების ადგილას 45 წუთში, შესაბამისად, 09:45 და 20:15 საათებზე იქნებიან.
მსურველებს ბილეთების დაჯავშნა „ჯორჯიან ეარვეისის“ გაყიდვების ოფისებში, ასევე ოფიციალური პარტნიორი სააგენტოების, ავიაკომპანიის ვებგვერდის და მობილური აპლიკაციის მეშვეობით შეუძლიათ.