საზოგადოება
15.06.2026 14:26
შიდა ქართლში ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის ფაქტები გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2026 წლის 1-ელი მაისიდან 31 მაისის ჩათვლით პერიოდში, შიდა ქართლში ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 67 ფაქტი გამოავლინეს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, ქვეყნის მასშტაბით დარღვევის 642 ფაქტი გამოვლინდა და სამართალდარღვევებიდან 123 მუნიციპალური ნარჩენებით გარემოს დანაგვიანების ფაქტია, 42 - სამშენებლო ან სხვა ინერტული მასალით გარემოს დანაგვიანება, 41 - მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების ღია წესით ან არადანიშნულების საწვავ დანადგარში წვა, 21 - კანალიზაციის ან/და შლამისებრი ნარჩენით ტერიტორიის დაბინძურება, 9 - ცხოველის სხეულის ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება/დაბინძურება, 70 - კომპანიის ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული სპეციალური ვალდებულებების შეუსრულებლობა, 15 - სახიფათო ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, 321 კი - სხვა დარღვევა.

„რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი - 167 დარღვევა დაფიქსირდა კახეთში, 136 - ქვემო ქართლში, 67 - შიდა ქართლში, 53 - სამეგრელო-ზემო სვანეთში, 45 - იმერეთში, 45 - მცხეთა-მთიანეთში, 41 - აჭარაში, 18 - სამცხე-ჯავახეთში, 2 კი - გურიაში.

დარღვევები დაფიქსირდა დედაქალაქშიც. მიმდინარე წლის მაისში თბილისში ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 68 ფაქტია გამოვლენილი.

დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რომ დროულად მოხდეს გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე“, - აცხადებენ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში.
კვირის ამბები