გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში მცხოვრები სახალხო მკურნალი ანზორ ჩლაიძე 61 წლის ასაკში გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, გულის პრობლემა გახდა.
ანზორ ჩლაიძე საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის 90-იანი წლების ბოლოდანაა ცნობილიდა მას იცნობენ როგორც მკურნალს. ანზორ ჩლაიძე მასთან მისულ პირებს ხალხური საშუალებებით მკურნალობდა და ბევრი მადლიერი პაციენტი ჰყავდა.