აღმზრდელებს შორის პროფესიული გამოცდილების გაზიარების პრაქტიკის დანერგვის მიზნით, მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სამუშაო შეხვედრები მიმდინარეობს
საბავშვო ბაღების აღმზრდელებს შორის ცოდნის და პროფესიული გამოცდილების გაზიარების პრაქტიკის დანერგვის მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში საგანმანათლებლო ხასიათის სამუშაო შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს.
გორის მე-19 საბავშვო ბაღის აღმზრდელ-პედაგოგებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეღვრეკისის, საქაშეთის, სათემოს, ხიდისთავის და ნიქოზის საბავშვო ბაღების აღმზრდელ-პედაგოგებს უმასპინძლეს.
შეხვედრის ფარგლებში, საჩვენებელი აქტივობები და თემატური პროექტი - „ჭიანჭველები“ განხორციელდა, აღსაზრდელებმა სახალისო და შემეცნებითი აქტივობებით გაიღრმავეს ცოდნა ბუნებისა და მწერების სამყაროს შესახებ.
„აღნიშნული პრაქტიკა აღმზრდელ-პედაგოგებს შესაძლებლობას აძლევს ერთმანეთს გაუზიარონ პროფესიული გამოცდილება, ინოვაციური მიდგომები და ეფექტური მეთოდები, რაც ხელს უწყობს სკოლამდელი განათლების ხარისხის გაუმჯობესებას.
პროექტი მრავალფეროვან განმავითარებელ აქტივობებს მოიცავდა, რომლებიც თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისად იყო დაგეგმილი“, -აღნიშნულია გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.