საზოგადოება
16.06.2026 14:49
საბავშვო ევროვიზია 2026-ზე საქართველოს გორელი დავით ლომიძე წარადგენს

10 წლის დავით ლომიძე საბავშვო ევროვიზია 2026-ზე საქართველოს წარადგენს.

გორელი მომღერალი, რომლის ვოკალის პედაგოგი ვერონიკა ბესელიაა, საზოგადოებრივი მაუწყებლის მუსიკალური ტელეპროექტის კონკურსის - „რანინას“ მეცხრე სეზონის გამარჯვებული გახდა და საბავშვო საერთაშორისო კონკურსზე მაყურებლის წინაშე საქართველოს სახელით წარსდგება.

აღსანიშნავია, რომ „რანინას“ მეცხრე სეზონის ათეულში გორელი ლუკა ბუთურიშვილიც მოხვდა.

ცნობისთვის, რიგით 24-ე საბავშვო ევროვიზია წელს მალტაში, 24 ოქტომბერს ჩატარდება.

კვირის ამბები